„საუკეთესო ფილმის“ ნომინანტები რასის, სქესისა და ინკლუზიურობის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
ფილმის წამყვანი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობებიდან, სულ ცოტა, ერთი მაინც უნდა იყოს აზიური, აფრიკული ან ლათინომერიკული წარმომავლობის;
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელთა და მასობრივი სცენების მონაწილეთა, სულ ცოტა, ერთი მესამედი უნდა იყოს არაევროპეიდული რასის წარმომადგენელი ქალი, LGBTQ + თემის წევრი და ფიზიკური ან გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
გადამღებ ჯგუფში, სულ ცოტა, ორ ძირითად შემოქმედებით პოზიციას (მაგ. ოპერატორი, კოსტიუმების დიზაინერი, კომპოზიტორი, პროდიუსერი ან რეჟისორი) უნდა იკავებდნენ არაევროპეიდული რასის წარმომადგენელი ქალები, LGBTQ + თემის წევრები და ფიზიკური ან გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გადამღებ ჯგუფში, სულ ცოტა, ექვს ტექნიკურ პოზიციას უნდა იკავებდნენ ზემოხსენებული ჯგუფების წარმომადგენლები და ა.შ.
ახალი წესები ძალაში 2024 წლიდან შევა. ამერიკის კინოაკადემიაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სხვა ნომინაციებისთვის მოთხოვნები უცვლელი რჩება.