ექიმის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა „ტვიტერზე“ გაავრცელა – კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსი ავად თვითმფრინავში გახდა. საწამლავი, სავარაუდოდ, ჩაიში იყო შერეული. იარმიში წერს, რომ ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ნავალნი რამდენი დღის განმავლობაში ციმბირის რეგიონში გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად იყო ჩასული.