ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ მოქმედი საგადასახადო პრაქტიკა შეცვალა და სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.
თიზ-ში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა. ყველა ეს საქმიანობა თიზ-ში ნებადართულია და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია.
თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა აუდიტის დეპარტამენტი მოკვლევის მიზნით უკავშირდება საქართველოს თიზ-ებში რეგისტრირებულ სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით.
,,ყველანი ვთანხმდებით, რომ თიზ-ების კანონი არის მოძველებული, რომელიც დიდი ხანია საჭიროებს განახლებას და ცვლილებების შეტანას, რისთვისაც თიზ-ების ადმინისტრატორები მზად ვართ პირისპირ განვიხილოთ ყველა საკითხი ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურასთან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე საკითხი დადებითად გადაწყდება ორივე მხარისთვის უმოკლეს ვადაში“, – განმარტავს ფოთის თიზ-ის გენერალურ დირექტორი დავით ებრალიძე.