ანა დოლიძემ შესაძლოა თბილისის რომელიმე ოლქში ან გურიაში მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი. „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა რადიო „პალიტრის“ ეთერში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს და აწარმოებს კონსულტაციებს. მისი თქმით, ოლქი ჯერ ზუსტად არ აქვს შერჩეული და მუშაობს მოსახლეობასთან ერთად ამ საკითხზე. დოლიძის აზრით, ხალხისგან უნდა იყოს დაკვეთა, რადგან მაჟორიტარობას დიდი რესურსი სჭირდება უზარმაზარ ოლქებში.
მარიანა ქევხიშვილი