ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდს ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ვრცელდება.
„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპი, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:
ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება, გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე.