ოპოზიციური პარტიები, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თანხმდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციას არ შექმნიან. პოლიტიკური სუბიექტები შესაბამის დოკუმენტზე ხელმოსაწერად „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ.
„აქ შეკრებილი პოლიტიკური პარტიები არ გავუფორმებთ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო.
მეორე გზავნილი არის ის, რომ მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ 31 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და „ქართული ოცნება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.