2020 წლის 1 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი.