არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს მოთხოვნით – “საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნის პრიორიტეტი”. ისინი მთავრობას და ტურიზმის სფეროს მოუწოდებენ, საგზაო უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად გააკონტროლონ.
,,ტრანსპორტის გადატვირთულობა, საგზაო შემთხვევების პროვოცირების ერთ-ერთი მიზეზია,”- აცხადებს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.
არასამთავრობოების ნაწილი კი ამბობს, რომ თუკი ამ ადგილზე დამცავი ბარიერები იქნებოდა ან სპეციალური ნიშნულები, შესაძლოა ეს კონკრეტული შემთხვევა აღარ მომხდარიყო.