ჩხოროწყუს მერიის შენობასთან მოსწავლეების მშობლებისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მოსწავლეებისთვის მერიის საპირფარეშოს დალაგების იძულების ფაქტს აპროტესტებენ. ისინი მომხდარზე მერის, სკოლის დირექტორისა და აქტივობის ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
მერიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც აქტივისტებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეების თქმით, ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უნდა გადადგეს.