საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, იმავე დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გზავნილია და აღნიშნული კანონპროექტი ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელში საქართველოს მიმართ ფინანსური მხარდაჭერა 50 მილიონი დოლარით გაიზარდა.