საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური ოდენობა 715 000 ლარს შეადგენს.
„ლაბორატორია „პრაიმლაბი“ 6 თვეში ამოქმედდება, წლიურად 140 000-ზე მეტ ანალიზის ჩატარებას შეძლებს, ყველა განხრით, თუმცა პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება „კოვიდ-19-ის“ „პისიარ“ ტესტებს.