ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, შეუფერხებლად გაგრძელდება.
ვაქცინაციის პროცესს კი დაემატება ასაკობრივი ჯგუფები 65 წელს ზემოთ, რადგან მისივე განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორია.
,,გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში კერძოდ, 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფებია ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც კოვიდ ინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი დაგვეჩქარებინა“,- განაცხადა მინისტრმა.