შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.
შსს განცხადებით, ანაკლიას ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობის არქიტექტურა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს და მასში ინტეგრირებულია როგორც სახანძრო-სამაშველო, ასევე, წყალზე სამაშველო ფუნქციები. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 30 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.
შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას.
ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო.