ამჟამად შენობის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა, ეს იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, რომელიც ათასზე მეტ სტუდენტს მიიღებს.
მისივე თქმით, ფოთში საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის განვითარებასა და საზღვაო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის მომარაგებას კვალიფიციური სამუშაო ძალით..