ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე 15 ხმით დაამტკიცა.
ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც წინააღმდეგობასა და პროტესტს გამოხატავდნენ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და ეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით ახსნეს. ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე, დააკავეს პროტესტის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღებას აპროტესტებდნენ.
ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ძალადობის გზით ცდილობენ აქციის დაშლას.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე სამი ადამიანია დაკავებული.