ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გამთენიისას დაჭრეს. ორივე მათგანი კლინიკა „მედცენტრშია“ მოთავსებული და მათი მდგომარეობა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სტაბილურად მძიმეა. 20 და 22 წლის მამაკაცებს დაზიანებები სავარაუდოდ დანით აქვთ მიყენებული. ორივეს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ერთი მათგანი მუცლისა და გულ–მკერდის არეშია დაჭრილი, ხოლო მეორე მარცხენა იდაყვის და მარჯვენა ბარძაყის არეში. დაჭრილის ახლობლები მედიასთან მომხდარზე არ საუბრობენ.
შსს–მ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. გამოძიება სსკ–ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მარიანა ქევხიშვილი