კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქმიანობის პრიორეტეტი იქნება.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენი სპეციალურ მიზნობრივ ჯგუფს შექმნის, რომელშიც 12 ადამიანი შევა და ის კონკრეტულად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაზე იმუშავებს.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ „ახლა აშშ-ის მკურნალობის დრო მოვიდა“. ეს გეგმა მოსახლეობის უფასო ტესტირებასაც ითვალისწინებს. ოპერატიულ ჯგუფს ყოფილი მთავარი ქირურგი ვივეკ მურთი და საკვებ პროდუქტებზე და წამლებზე კონტროლის სამმართველოს ყოფილი წარმომადგენელი დევიდ კერსლერი უხელმძღვანელებენ.