შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.
მოლაპარაკების დროს საუბარი, სავარაუდოდ, სტრატეგიულ სტაბილურობას, პანდემიასთან ბრძოლას, ლოკალურ კონფლიქტებს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება. მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს ჰაკერული შეტევების შესახებ ესაუბრება, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის წინაშე, აშშ-ის და მისი მოკავშირეების ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებს.