საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნებზე ბარიერი 5%-ის ნაცვლად 3% იქნება.
ასევე, იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესი და ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხ დეპუტატს შეეძლება.
აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით მომზადდა.
ცვლილებების ინიცირების პროცედურის დაწყებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება, თუმცა, მათი დამტკიცებისთვის 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.