აზიის განვითარების ბანკმა (ADB) “საქართველოს ბანკთან” ხელი მოაწერა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად.
ADB-ის ცნობითვე, დაფინანსების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალ მეწარმეებზე და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე საჭირო ფინანსებზე პანდემიით გამოწვეული გახანგრძლივებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიზნით.
ADB-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, მათი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია. ქალ მეწარმეებს კი განსაკუთრებით უჭირთ ფინანსურ სახსრებზე წვდომა ბიზნესის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ბანკს „ქალები ბიზნესში“ პროგრამის დანერგვაში მიკრო, მცირე და საშუალო ქალი მეწარმეებისთვის ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენის შესარბილებლად,”- ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.