7 თვიანი ბოიკოტი დასრულებულია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში სრული შემადგენლობით დღეიდან ერთვება.
ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში 32-წევრიანი ფრაქცია ექნება. ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.როგორც პარტიაში განმარტავენ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლით ისინი აგრძელებენ ბრძოლას და მმართველ გუნდს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.
როგორც თავად აცხადებენ, ამნისტიის კანონპროექტის გარდა ყველა საკანონმდებლო ინიციატივასა და ცვლილებაზე აქტიურ მუშაობას გეგმავენ.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას, რომ არც ერთი თავისუფალი კომფორტის ზონა არ დავუტოვოთ ოლიგარქს და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება სხვადასხვა ფორმატში, ვიქნებით აქტიურად ჩართულები, იქნება ეს საპარლამენტო საქმიანობა თუ სხვა,”- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.