დიდ ბრიტანეთში COVID 19-ის ვაქცინის გამოცდისას 90 მოხალისის განზრახ ინფიცირება მოხდება.
მოხალისეთა ასაკი 18-დან 30 წლამდეა, ვინაიდან ამ ასაკის პირები დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ კვლევებისთვის 33,6 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოჰყოფს.
მეცნიერებს დაგეგმილი აქვთ მოხალისეთა ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა. გარკვეული ხნის მერე ამ პირთა ვირუსით განზრახ ინფიცირება უნდა მოხდეს, რათა შემოწმდეს, რამდენად ეფექტიანია ვაქცინის მოქმედება.
კვლევების დაწყება მომავალი წლის იანვარში იგეგმება, ხოლო შედეგები მაისისთვის გახდება ცნობილი.