„დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.