გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, აჭარის ორგანიზაციიდან 14-ი წევრი წავიდა. სპეციალურ ბრიფინგზე ისინი პარტიის აჭარის რეგიონურ ლიდერს, ირაკლი მიქელაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში“ ადანაშაულებენ.
ერთ-ერთმა წევრმა ტარიელ ქათამაძემ განაცხადა, რომ პარტიის 25-დან 14 დამფუძნებელი „კატეგორიულად ემიჯნება“ მიქელაძის „პრონაციონალურ პოლიტიკას“ და პარტიას ტოვებს.