82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა. ვუსამძიმრებ გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – წერს პრემიერი.
,,თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას. საქართველომ დაკარგა ცნობილი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი, ტელეწამყვანი. ვიზიარებ გელა ჩარკვიანის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების და მთელი საქართველოს ტკივილს“, – წერს კახა კალაძე თბილისის მერის Facebook-გვერდზე.