გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის თქმით, დიდ შვიდეულში რუსეთის ფედერაციის შესაძლო დაბრუნებას ეწინააღმდეგება. ,,რუსეთის გამორიცხვის მიზეზები ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის ომი იყო. სანამ ვითარება არ დალაგდება, რუსეთის ადგილს ვერ ვხედავ დიდ შვიდეულში“, – აღნიშნა მაასმა. მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას.
2014 წელს რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულს ქვეყნების ლიდერებმა ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგი ლავროვი აცხადებდა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის დიდი რვიანიდან გარიცხვა პრობლემას არ წარმოდგენდა. ლავროვმა „დიდ რვიანს“ არაფორმალური კლუბი უწოდა.