„გვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
ბორელის თქმით, შეხვედრაზე სანქციების აღსრულებაზე და ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
„ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაზე ვისაუბრეთ, სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, ვისაუბრეთ ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზეც, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სფეროში.
უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ გაეროში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია ეს თქვენთვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ, ასევე, გთხოვთ სანქციების აღსრულებას რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.