გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, მაისი 22, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

გიგი უგულავა: ენმ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს

თებერვალი 8, 2022
გიგი უგულავა:  ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმე და სამართალთან არაფერი საქმე არ აქვს

გიგი უგულავას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს – ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება.

როგორც უგულავა აცხადებს, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს მოთხოვნა ექნება „ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს“ ისე, რომ იდენტობა არ დაკარგოს. მისი თქმით, ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია და თუ ის მოხსნის წინაღობებს, ბევრ ადამიანს მიიზიდავს.

„ორპოლუსიანობა არაა არც „ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ დამსახურება. ისინი არიან ისეთები, როგორც არიან. პრობლემა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ პარტიებშია, რომლებიც, მსგავსი ღირებულებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ბოლო არჩევნებმა ანახა, რომ კოალიცია მოთხოვნადია, მაგრამ 30% და 3% პარტიათა კოალიციას საზოგადოება ვერ აღიქვამს. კოალიცია საზოგადოებას მოსწონს იმიტომ, რომ ენმ-ს შიდა ბალანსი ჰქონდეს. წარსულის გამოცდილებისა თუ „ოცნების“ პროპაგანდის შედეგია ეს, ფაქტია, საზოგადოებაში არსებობს ენმ-ის „შებოჭვის“ (რაგბის ტერმინია) მოთხოვნა. უბრალოდ არავის სჯერა, რომ 32% მქონე პარტიას ორ და სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, ენმ-ს შებოჭავენ. ამიტომაც არის რომ ოპოზიციის 54% „ოცნების“ 46%-ის წინააღმდეგ არ ჯამდება. შედეგად, „ოცნება“ უგებს „ნაცებს“ და სხვები იფანტებიან. პატარა პარტიები – პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც “შუაშიზმს” ეძახიან. ასეთი საარჩევნო ერთეული არ არსებობს. არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში არც ის ვარ, არც ეს პოზიციაზე, პასუხია – აბა რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება „შუაშიზმი“ არჩევნების დღეს. წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე ენმ-ს და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს. ეს იქნებოდა „თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია“. რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას „ოცნებას“. მეტიც, „ოცნებას“ წაართვას პოლიტიკური ბიოგრაფია და დატოვოს კობახიძე-ღარიბაშვილის ამარა. დღევანდელი ოპოზიციური დისკურსით – „ოცნებამ“ დაღუპა ქვეყანა – ჩვენ „ოცნების“ ამომრჩეველთან ვერ მივდივართ. სამაგიეროდ, გახარიას თუ მარგველაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა თქვას – ამ საქმეში „ოცნებამ“ ივარგა, ამ დროს „ოცნებამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ბოლოში ყველაფერს გადაუხვია და ავტორიტარიზმში ჩაეფლო. ეს ბლოკი 20-25% ის ფარგლებში აიღებს, მყარად იდგება თავის ფეხზე. აღარ იქნება შუაში მოყოლილი შუაშისტი. კოალიციის შემთხვევაში, ეს უკვე სულ სხვა, რეალური და არა დეკორატიული, მოთამაშეა. ეს ბლოკი იქნება მძლავრი პოლიტიკური „ცენტრი“. რაც მთავარია ასეთ ბლოკს აქვს რესურსი „ოცნების“ მოედანზე თამაშის და ასევე ოპოზიციაში „არანაცური“ ხმების კონსოლიდაციის“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, მის მიერ დასახელებლ პარტიებს შორის უნდა მოიძებნოს დაუძლეველი საკითხები, რომელზეც იმსჯელებენ.

„ახლა შევხედოთ, რა დაუძლეველი საკითხებია ხსენებულ პარტიებსა, ჯგუფებსა თუ პოლიტიკურ ინდივიდებში და საზოგადოებრივი დისკუსია, დებატები სწორედ ამ საკითხებზე მოვაწყოთ. მაგალითად, „ლელოსა“ და გახარიას შორის იმ ცნობილი წერილის მიღმა არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – უნდა აშენდეს თუ არა ანაკლიის პორტი თუ ფოთის პორტის გაფართოება საკმარისია? ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, რეგიონალური და ეკონომიკირი საკითხია. მოდით, გავეშვათ ერთი წუთით „ოცნებას“ და საგნობრივად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. გნებავთ ლიდერების და გნებავთ დეპუტაციის დონეზე. დებატები შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, საპენსიო ფონდის მიზანშეწონილობაზე და ბევრ ისეთ საკითხზე, სადაც გამოჩნდება, რომ „პატარა პარტიების“ უმრავლესობა იმიტომაა პატარა, რომ მათ ლიდერებს არ შეუძლიათ/არ უნდათ თავის “პატარა პოზიციის” დათმობა. ამიტომ, მყარად, მაგრამ „არანაცურმა“ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა და მედიამ ამ პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. გვინდა ცვლილება/რიგგარეშე არჩევნები, მაშინ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“,- აცხადებს გიგი უგულავა.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?

მაისი 20, 2022
4
ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
პოლიტიკა

ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

მაისი 19, 2022
0
გთხოვთ სანქციების აღსრულებას
პოლიტიკა

გთხოვთ სანქციების აღსრულებას

მაისი 19, 2022
2
ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან

მაისი 19, 2022
0
6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან
პოლიტიკა

6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან

მაისი 19, 2022
2
გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი
პოლიტიკა

გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი

მაისი 18, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

სილაგავა: ხორბლის მარაგი ამოწურულია და მალე ყველა წისქვილი გაჩერდება

სილაგავა: ხორბლის მარაგი ამოწურულია და მალე ყველა წისქვილი გაჩერდება

მაისი 13, 2022
0
თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ

თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ

მარტი 14, 2022
1
ბადრი ჯაფარიძე: მოქალაქეებს უნდა ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ეფექტური კოალიციური მართვა და რა უპირატესობა აქვს მას ერთპარტიულ მართვასთან შედარებით

ბადრი ჯაფარიძე: მოქალაქეებს უნდა ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ეფექტური კოალიციური მართვა და რა უპირატესობა აქვს მას ერთპარტიულ მართვასთან შედარებით

ოქტომბერი 18, 2021
0

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021