ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბადრი გავაშელიშვილი არის ჩვეულებრივი მატლი. მისი თქმით, მთავარი ის არის, ვინ მისცა მას დავალება, რაც აუცილებლად დადასტურდება და საზოგადოება ნახავს.
„არ მაქვს იმის ილუზია, რომ მისამართლე კოჭლამაზიშვილი მიიღებს სწორ გააწყვეტილებას. შეიძლება არ იყოს პატიმრობა, მაგრამ ჯარიმას ან რაღაცას მოიგონებს. ეს ჯარიმა კი აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტებისთვის ახალი მეთოდია იმისთვის, რომ ადამიანი და მისი ოჯახი ფინანსურად გაწყვიტო. ეს ასევე არის ივანიშვილის და ამ რეჟიმის “ნოუ ჰაუ”, როგორ უნდა ებრძოლო ოპონენტს. ამისთვის კანონიც მიიღეს. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ეს პროცესი ფარსია და სიმართლე არის ამ პროცესის უკან რაცაა. ამის უკან არის ვინ დაავალა ბადრი-საბა გავაშელიშვილს და მის მეგობარს მოსულიყვნენ იქ. მე, მქონი, ამ ქვეყანაში ისეთი იდიოტი არავინაა, რომ სჯეროდეს თვითონ მოვიდნენ. ზუტად ორი კვირით ადრე მიტინგს შეუვარდა გავაშელიშვილი და ხალხს არბევდა. ეს კადრები მოიპოვება არქივებში. ეს კაცი, რომ „ზონდერია“ ყველამ იცის და ჩემი თავდასხმის მერე რომ გამდიდრდა და გასივდა, პირდაპირი მნიშვნელობით, ფულით და სარგებლით, ესეც ყველამ კარგად იცის”, – განაცხადა უგულავამ.