„გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიდგორობა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის ნაწილი, არამედ ყოველდღიურობაა.
,,სამწუხაროდ, წელს ვერ აღვნიშნავთ ამ სახალხო დღესასწაულს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორიული დღე, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, ყოველდღიურობის და გმირობის დამადასტურებელი ფაქტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.