გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, ივლისი 3, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

გიორგი გახარია: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით

თებერვალი 28, 2022
დაფინანსება ონკოპაციენტებისთვის

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია  საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლა აქტიური მოქმედების დროა, რადგან უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ.

როგორც გიორგი გახარია “ფეისბუქზე” წერს:

„დღეს, 2022 წლის 28 თებერვალია, მსოფლიოში ახალი რეალობა და წესრიგი მყარდება.

რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინა სპეციალური პროცედურით, დაჩქარებული წესით მიიღონ ევროკავშირში.

რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ შვილებს უსპობს ღირსეული მომავლის პერსპექტივას.

საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას და ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის 2008 წელს გაღებულ მსხვერპლს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე გააკეთა არჩევანი – ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია! სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ჩვენი დიდი წინაპრების საუკუნოვანი მიზანი და ოცნება.

დღეს ეს არჩევანი მარტივია – ან გავხდებით ევროპული ოჯახის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან დავბრუნდებით რუსულ საბჭოთა კავშირში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. აქტიური მოქმედების დროა, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ, რომ რუსეთის აგრესია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო და რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყონებლივი მიღებაა.

ეს არის ჩვენი ვალი წინაპრების და მომავალი თაობენის წინაშე! ეს არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ჩვენი მოქალაქეების ღირსების დასაცავად.

ჩვენი ადგილი ჩვენი ტრადიციებით ევროპაშია!”

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე: არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ხელისუფალი მუნიციპალიტეტში, არ ივარგებს!
პოლიტიკა

ოხანაშვილისთვის მანდატის დატოვების მოთხოვნა აბსურდია

ივლისი 1, 2022
0
სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ
პოლიტიკა

სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ

ივლისი 1, 2022
2
დაპირისპირება თელავში
პოლიტიკა

დაპირისპირება თელავში

ივლისი 1, 2022
1
ირაკლი ზარქუა: შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო
პოლიტიკა

ზარქუა: კატუკია თანამდებობას არ შეესაბამებოდა, ის იყო  ზურაბიშვილის მეგობარი

ივლისი 1, 2022
4
იაგო ხვიჩია: სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან
პოლიტიკა

ხვიჩია: ჩხუბი საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა

ივლისი 1, 2022
1
საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა
პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა

ივლისი 1, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

მიხეილ სააკაშვილი: სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო

სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს: დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა

დეკემბერი 22, 2021
0
ვიქტორ იუშჩენკო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს

ვიქტორ იუშჩენკო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 13, 2021
1
მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად

მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად

ივნისი 22, 2021
16

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021