“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა: მისი თქმით, არ არიან არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას არ აპირებენ, რადგან ძალიან კონკრეტულად აინტერესებს ხედვა, რაზეა ლაპარაკი.
„ჯგუფი კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე ვერ იქნება. ჩვენ ჩვენეული ხედვა ჩამოვაყალიბეთ რა გზით შეიძლება წავიდეს ეს პროცესი, სხვა ხედვას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუკი ეს იქნება მათი პარტიული ინიციატივა, კი ბატონო, გააკეთონ. ჩვენ ორგანიზატორები რომ არ ვართ აქციების, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნის სახით როცაა პროტესტი, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამაზე პოზიცია არ გვქონდეს, ან ჩვენი წარმომადგენლები არ შეუერთდნენ გარკვეულ აქციებს. ორგანიზატორი რომ არ ხარ ნიშნავს, რომ შენ არ ხარ იმ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი რაც დგას აქციების უკან, რომელ სტრატეგიასაც მე დეტალურად ვერც ვხედავ, აქედან გამომდინარე, პროცესი გვიჩვენებს, დღეს ეს პოზიცია გვაქვს და თუ დავინახავთ ისეთ ინიციატივას, რომელიც უკეთეს გამოსავალს აჩვენებს, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.