როგორც პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ირაკლი შოთაძეს ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, აქვს თუ არა გამოძიებას ახალი გარემოებები, ასევე განიხილეს ამ ეტაპზე არსებული ყველა დეტალი. ამავე შეხვედრას ესწრებოდნენ პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებიც.
მირიან ნიკოლაძის თქმითვე, გამოძიების ამ ეტაპზე, არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საქმის ფიგურანტი ექვსეულის ბრალეულობას ამტკიცებს, თუმცა პროკურატურა საქმეში დამატებითი მასალისა და არგუმენტების მოძიებას ცდილობს.