„გირჩმა“ საპარლამენტო მანდატების გამოყენების 7 პუნქტიანი გეგმა დაასახელა, რომელთაგან ერთის სრულად შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის დეპუტატები პარლამენტში შევლენ:
1.ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
2.კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან;
3.რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
4.პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
5.ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
6.რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
7.მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია.