გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლება და ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
შემდგომ, ამ განცხადების გამო, დამატებით განმარტა, რომ:
- ,,მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
- ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
- სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – აღნიშნავს გრიგოლ ვაშაძე.