საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომასაც პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენებს სააკაშვილი. მისი თქმით, რაც მეტს ილაპარაკებს მით უარესი იქნება მისთვის – ნაკლები იქნება სამტკიცებელი, რატომ არის განსასჯელი.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად გახარჯვას, რასაც ის კორუფციად აფასებს
„პატიმარ სააკაშვილის გამოსვლებს რაც შეეხება, როგორც წინა სასამართლოზე ვიხილეთ, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.