გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, ივლისი 3, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

დააკავეს ბრაზილიის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში 1 კგ “კოკაინი” სხეულით შემოჰქონდა

თებერვალი 10, 2022
დააკავეს ბრაზილიის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში 1 კგ “კოკაინი” სხეულით შემოჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს.

აღნიშნული პირი დააკავეს გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”.

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტი აღკვეთეს და დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ვ.ტ.,1988 წელს დაბადებული ა.ნ. და 1996 წელს დაბადებული ე.დ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართებზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 250 გრამამდე „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ფული ამოიღო.

ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დაჭრილი იპოვეს
სამართალი

კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

ივლისი 2, 2022
0
სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საზოგადოება

სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ივნისი 30, 2022
2
სუსმა დუშეთში, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო
სამართალი

სუსმა დუშეთში, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო

ივნისი 29, 2022
0
თანამდებობა – თანხის სანაცვლოდ
სამართალი

თანამდებობა – თანხის სანაცვლოდ

ივნისი 29, 2022
1
სააპელაციოს თავმჯდომარედ კვლავ ჩინჩალაძე აირჩიეს
სამართალი

სააპელაციოს თავმჯდომარედ კვლავ ჩინჩალაძე აირჩიეს

ივნისი 28, 2022
2
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება
სამართალი

სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ივნისი 27, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

კორონავირუსის ახალ რეკორდი

კორონავირუსის ახალ რეკორდი

სექტემბერი 15, 2020
51
მე-100 ადგილზე მსოფლიოში

მე-100 ადგილზე მსოფლიოში

მარტი 28, 2022
1
ყურსასმენი აფეთქდა

ყურსასმენი აფეთქდა

აგვისტო 12, 2021
25

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021