ეკონომიკის სტიმულირების, ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, 9238 გადასახადის გადამხდელს, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა.
მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.