ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით გაწერეს 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა, რომლებიც მკურნალობის და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. მისი თქმით, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება ადგილზე, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.
მისივე თქმით, მან სააკაშვილის პირად ექიმსა და ციხის ექიმებს გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც სრულდება და ღამის განმავლობაში გადაუდებელი კონსულტაციები ჩატარდა.
” გეგმაა ასეთი, რომ მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა. აქედან ორი – ნერვოლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნერვოლოგის კონსულტაცია იყო უკვე, როცა მე წამოვედი, გასტროენტეროლოგთან ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუკი ეს შესაძლებელი იქნება ადგილზე, გაკეთდება ადგილზე, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება იქ პაციენტი, სადაც ეს შესაძლებელი იქნება,”- განაცხადა სერგეენკომ.