გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, მაისი 22, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

დავით უსუფაშვილი: ახლა ამ სუპერდაპირისპირების ფონზე, იქნებ უნდა ვფიქრობდეთ ერთობლივ დელეგაციაზე, რომ ბრიუსელში ჩავიდეთ?

მარტი 1, 2022
დავით უსუფაშვილი: ახლა ამ სუპერდაპირისპირების ფონზე, იქნებ უნდა ვფიქრობდეთ ერთობლივ დელეგაციაზე, რომ ბრიუსელში ჩავიდეთ?

„ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატის, მიხელ ყაველაშვილის მიერ გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, პარლამენტში პერსონალური ანგარიშსწორებისთვის მისული არავინ არის.

მან ასევე მიმართა კოლეგებს: რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? დემოკრატიული სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ? და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა და ესაა პრემიერის რიტორიკა, რისი იმედი გვაქვს ხვალ?

უსუფაშვილის თქმით, ის ადასტურებს იმ უბინძურეს კამპანიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ადასტურებს იმასაც, რომ ამის მწარმოებელი მთავარი პირი პრემიერ-მინისტრია, რადგან მისი ყოველი გამოსვლაა ეს კამპანია. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვისაც ამის მოსმენა სიამოვნებს.

„რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? დემოკრატიული სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ? და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა და ესაა პრემიერის რიტორიკა, რისი იმედი გვაქვს ხვალ? სახელმწიფოებრივი ინტერესი ხომ ისაა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს? დღეს, როდესაც უპრეცედენტო ერთიანობაა დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს მხრიდან, ხომ შეიძლება ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები? ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი, სომხეთის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც უკვე გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით? ხომ შეიძლება დონეცკის და ლუგანსკის მიმართ, მათი ამღიარებლების მიმართ გავაკეთოთ სანქციები? ეს არ ანგრევს ეკონომიკას, ეს არ არის სახიფათო. ახლა ამ სუპერდაპირისპირების ფონზე, იქნებ უნდა ვფიქრობდეთ ერთობლივ დელეგაციაზე, რომ ბრიუსელში ჩავიდეთ? იქ ახლა ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ იქ უნდა ვიყოთ ფიზიკურად. არის მართლა უბედური ვითარება, მაგრამ ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე შეჯიბრით, ვინ უფრო მაგრად შეიგინება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?

მაისი 20, 2022
4
ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
პოლიტიკა

ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

მაისი 19, 2022
0
გთხოვთ სანქციების აღსრულებას
პოლიტიკა

გთხოვთ სანქციების აღსრულებას

მაისი 19, 2022
2
ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან

მაისი 19, 2022
0
6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან
პოლიტიკა

6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან

მაისი 19, 2022
2
გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი
პოლიტიკა

გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი

მაისი 18, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

ცესკოს თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილეობას  მოქმედ თავმჯდომარესთან ერთად  სამი კანდიდატი მიიღებს

კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტს წარუდგინა

იანვარი 15, 2022
0
ახალი შეზღუდვები

ახალი შეზღუდვები

აგვისტო 12, 2021
43
CNN საქართველოზე

CNN საქართველოზე

დეკემბერი 16, 2021
4

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021