პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა.
„დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით!
„დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შემდეგ სხდომას უხუცესი დეპუტატი ლადო კახაძე გაუძღვა.
პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არ დასწრებიან.