პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ბუდაპეშტში, პრესკონფერენციაზე მიტანილი კოკა-კოლას ბოთლები გადადო. „დალიეთ წყალი!“ – თქვა რონალდუმ და თავის წინ წყლის ბოთლი დადგა.
„ევრო 2020-ზე“ რონალდუს ამ ჟესტის შემდეგ კოკა-კოლას აქციები 4 მლრდ დოლარით, ან 1,6%-ით გაუფასურდა. თუ მანამდე ის 242 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ფეხბურთელის ანტირეკლამის შემდეგ 238 მლრდ დოლარამდე დაიწია.
კრიშტიანუ რონალდუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დიდი ფანატია. თავისი ჟესტით მან აჩვენა, თუ რას ფიქრობს გაზიანი სასმელების შესახებ.