საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნით გახსნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
საქართველომ რუს სამშვიდობოებს ყარაბაღისკენ საჰაერო დერეფანი შეზღუდული ვადით გაუხსნა.
,,ამ ეტაპზე, საკითხის გადაუდებელობიდან და მშვიდობის დამყარების შეზღუდული ვადიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადავა, წინასწარ შეთანხმებულ და შეზღუდულ დროში. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.