ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას დამახინჯებული ინფორმაცია და გაყალბებული ფაქტები მიაწოდა.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აგრესორის სარჩელს იხილავდა. თბილისი ცდილობს საკუთრი თავი მსხვერპლის როლში წარმოაჩინოს და თავი აარიდოს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ჩაიდინა“ – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ეს დასკვნები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ობიექტურ შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს, რასაც ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს გასამართლება მოჰყვება “ – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.