,,გილოცავთ დიასპორის დღეს! რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ“, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დიასპორის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია.
,,ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა უცხო ქვეყნებში საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლს და აღნიშნა, რომ ეს წარმომადგენლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელია.