გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
შაბათი, ივლისი 2, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

“დროა” უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს აქვეყნებს და პარტიებს ხელმოსაწერად იწვევს

იანვარი 27, 2022
“დროა” უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს აქვეყნებს და პარტიებს ხელმოსაწერად იწვევს

პარტია “დროამ” უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ მომზადებული დოკუმენტი გამოაქვეყნა და საქართველოში მოქმედ პარტიებს ხელმოსაწერად სთავაზობს. მათი თქმით, დოკუმენტი მომზადებულია საპარლამენტო ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” შეთანხმებული რეზოლუციის ვერსიაზე დაყრდნობით, რომელიც მმართველმა პარტიამ დაიწუნა და არ მიიღო.

როგორც “დროა” წერს განცხადებაში: “მათ უკრაინის მხარდასაჭერ ტექსტში ერთხელაც არ ახსენეს რუსეთი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტექსტს მკაფიო გზავნილებით, რომელსაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ყველა პროდასავლური პარტია ბუნებრივად უნდა იზიარებდეს. “დროა” იწვევს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აღნიშნული დოკუმენტის ხელმოსაწერად, რათა ერთად დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“.

“დროას” მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის შინაარსი ასეთია:

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები –

ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მივესალმებით რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულნი ვართ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპების;

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე;

ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და საქართველო თავიანთი სუვერენული ნებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუცილებლად გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები. რუსული აგრესიის ფონზე, ეს არჩევანი უალტერნატივოა;

მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;

მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;

სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს;

მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში“.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე: არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ხელისუფალი მუნიციპალიტეტში, არ ივარგებს!
პოლიტიკა

ოხანაშვილისთვის მანდატის დატოვების მოთხოვნა აბსურდია

ივლისი 1, 2022
0
სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ
პოლიტიკა

სტუდენტები პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებენ

ივლისი 1, 2022
0
დაპირისპირება თელავში
პოლიტიკა

დაპირისპირება თელავში

ივლისი 1, 2022
1
ირაკლი ზარქუა: შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო
პოლიტიკა

ზარქუა: კატუკია თანამდებობას არ შეესაბამებოდა, ის იყო  ზურაბიშვილის მეგობარი

ივლისი 1, 2022
0
იაგო ხვიჩია: სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან
პოლიტიკა

ხვიჩია: ჩხუბი საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა

ივლისი 1, 2022
0
საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა
პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ზეწოლის გამო გადადგა

ივლისი 1, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

დიდუბეში საწყობი აფეთქდა

ბორჯომში ეჭვიანობის ნიადაგზე კაცმა თანასოფლელი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ოქტომბერი 29, 2021
1
წლიური ინფლაცია – 3.8%

წლიური ინფლაცია – 3.8%

დეკემბერი 3, 2020
35
გიორგი კანდელაკი: ეს არის  საქართველოს ღალატი, მთავრობა უარს ამბობს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციაზე

გიორგი კანდელაკი: ეს არის საქართველოს ღალატი, მთავრობა უარს ამბობს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციაზე

მარტი 8, 2022
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021