ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროცესში დღეიდან მასწავლებლობის მსურველები ერთვებიან. გამოცდის ჩაბარებას 12 ათასამდე პირი აპირებს. პროცესი 30 ივლისს დასრულდება.
მასწავლებლობის მსურველები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარებენ.
საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარდა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძის განცხადებით, გამოცდებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.