ერთობლივ განცხადებაში, ევროპარლამენტის წევრები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მხრივ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.
მასში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით.
კერძოდ, საუბარია სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ.
,,ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: დევიდ მაკკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიკსერი, მაიკლ გალერი და პეტრას აუშტრევიჩიუსი.