ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იკრიბებიან. პირველმა პირებმა სამი ქვეყნის განაცხადზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ევროკავშირის საბჭოში საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიში და რეკომენდაციები გაგზავნილია.
პარალელურად, ევროპელ ლიდერებს გაეგზავნებათ ევროპარლამენტის რეზოლუციაც, რომელიც დღეს დამტკიცდება.