“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტია პოლიტიკური ფიგურებსა და სიაში მყოფ პირებს მეორე ტურებში დამკვირვებლებად მიავლენს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ კომისიებში სერიოზული პრობლემაა. ვაპირებთ, დამკვირვებლებად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ვინც სიაში იყვნენ, მეორე ტურში აღარ არიან და დაკვირვების უფლება აქვთ. ჩემი აზრით, იგივე უნდა გააკეთონ სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც. კომისიებში დამკვირვებლად პოლიტიკოსების მივლენა იქნება ფაქტორი, რომელიც მანიპულაციის რისკებს შეამცირებს”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” აგრძელებს კარდაკარს და საინფორმაციო კამპანიას, რათა ამომრჩევლებს მოუწოდოს მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის მხარდასაჭერად.